
ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას.
„როგორც ჩანს კალასისთვის დამწვრობამიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს - არაფერს წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის არაფერს წარმოადგენს, როდესაც საქართველოს პარლამენტს წვავდნენ. როგორც ჩანს ის ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0