
შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ანგარიშზე უშუალოდ – ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება.
„ძალადობის არდაგმობა შემთხვევით არ ხდება. ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. ბრიუსელიდან რასაც ვხედავთ, სამწუხარო ტენდენცია და იმ მტრული რიტორიკის ნაწილია, რაც, მათ შორის „ევრონესტზე“ ვიხილეთ. სამწუხარო პოლიტიკაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევა ხდება. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება. სამწუხარო შედეგია ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ. ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0