
უკვე დიდი ხანია, ბრიუსელი გონივრული გადაწყვეტილებების ჩარჩოებს გაცდენილია. ეს ჩანს საქართველოსთან და უკრაინის სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიჰყავს. ამიტომ, ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიღებისას სამართლიანობა დიდი ხანია, დაკარგული აქვთ.
„ამ პროცესში ვერაფერს გამოვრიცხავთ. დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არცერთ პოლიტიკურ, ასეთ შანტაჟზე არ გავცვლით. მთავარია, ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, რა დგას ამ გადაწყვეტილებების უკან და იციან, რომ არანაირი სამართლიანი, ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს, ერთადერთია მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და ქვეყნის მოქალაქეები. ბრიუსელს საქართველოს მიმართ ეს მავნე მიზნები აქვს. ეს ის სამწუხარო შედეგია, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და მისმა უუნარო დიპლომატიამ ევროკავშირის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. გაგახსენებთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა, რამაც ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დამრღვევად. რასაც სხვებს ედავებიან ხოლმე, თავად, იმის გამო, რომ ოღონდ, რაღაცნაირად მიეღწიათ შედეგისთვის, ხელისუფლება შეეცვალათ საქართველოში, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე წავიდნენ. საერთაშორისო სამართლის დამრღვევი როცაა ბრიუსელი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა, აქ უკვე ყველაფრის მოლოდინი უნდა გქონდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0