13/10/2021
19:45
პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებით, მიხელ სააკაშვილის დაკავება არ არის სახალხო აღშფოთების საგანი, რადგან მის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი ორ საქმეზე.
,,ეს რომ ყოფილიყო სახალხო აღტკინების საკითხი, ჩვენ ვიხილავდით მის მომხრეებს პარლამენტის შენობასთან, ვიხილავდით იგივე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ პარლამენტთან იქნება ეს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან და ვფიქრობ, რომ ეს სწორია და კარგიც არის. პირველ რიგში, ეს არის საკითხი სასჯელის გარდაუვალობის. ის რომ არსებობს ორი საქმე - გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, მის წინააღმდეგ არის სამი ინსტანციის მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი. მორჩა, მისი გასაჩივრება აღარ ხდება, დასრულებულია ეს საკითხი. გამოტანილია განაჩენები და არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეს განაჩენები არის სამართლიანი’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რადიო ,,იმედის’’ ეთერში.
0
0