
შეწყალება არ გახლავთ ჩემი კომპეტენცია, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, ამიტომ მისი გადასაწყვეტია, ვინ, როდის და რა მოტივით შეიწყალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ დანაშაულს მოსდევს სასჯელი და ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია.
„დღეს არის მცდელობა, რომ დანაშაული მოგვყიდონ, როგორც კეთილი საქმე. ძალადობა მოგვყიდონ, როგორც სიყვარული. პარლამენტის დაწვა მიგვყიდონ, როგორც დემოკრატიის ზეიმი. ამას აკეთებენ დღეს უცხოური დაფინანსებით მრუდე ქართველები. მნიშვნელოვანია, ნებისმიერ დანაშაულს მოჰყვეს სასჯელი და მეორე, ვისაც ყოფნის იმის სითამამე, რომ ჩაიდინოს დანაშაული, იმის სუთამამეც უნდა ეყოს, რომ ამ დანაშაულისთვის პასუხი აგოს. რაც შეეხება შეწყალებებს, ეს გახლავთ ჰუმანური აქტი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ითქვას, რომ საუბარი გვაქვს ჩვენ დამნაშავეებზე, ამის თქმა არ უნდათ, რასაც აქეზებს დღეს ზოგიერთი უცხოეთიდან, მათ შორის მათ გამო ზის დღეს ზოგიერთი ციხეში. ყველა სასჯელი თანაზომიერია. სასჯელის თანაზომიერებას განსაზღვრავს საქართველოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ამ მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემაა, რომ დღეს სურთ საქართველოს გარედან მოახვიონ ძალადობა, ზიზღი, ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოგვყიდონ, როგორც პროევროპულობა.
„თურმე „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება, ბენზინის ჩასხმა, შემდეგ შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება და ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება, არის პროევროპულობა. ამას ამბობს დღეს ბრიუსელი, რომ ადამიანისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის პროევროპულობა. დააკვირდით, ბრიუსელის და ზოგიერთი მათი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის, თუ წარმომადგენლის საუბარს, ამბობენ, უსამართლო გასამართლებულები თუ რაღაც ასეთი ტერმინი აქვთ. ვინ არის უსამართლოდ?! „მოლოტოვის კოქტეილი“ არის უსამართლობა? მთავარი საკითხი არის ერთი, დანაშაულს უნდა ეწოდოს დანაშაული. დანაშაულს როდესაც უწოდებენ რაღაც სათნო საქციელს ბრიუსელიდან და ამბობენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი არის უსამართლოდ დაჭერილი, რომ საკუთარი ცოლის გამოყენებით პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი არის უსამართლოდ დაკავებული, რომ თაღლითი არის უსამართლოდ დაკავებული. თქვენ პლაკატებს ხომ ხედავთ ხოლმე, სახელ-გვარებს ხედავთ ზედ, რა აწერია ამ პლაკატებს? ე.წ. უსამართლო პატიმრების თუ რასაც ეძახიან, სახელს და გვარებს და სიას ხომ ხედავთ, ყველა იგულისხმება მათში. ადამიანის ცოცხლად დამწველიც იგულისხმება, საკუთარი ცოლის ხარჯზე რაღაც პირადული ვიდეოების გადამღებიც იგულისხმება, რომელიც იდეოლოგიური ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი ამ მოძალადე ჯგუფების, თაღლითებიც იგულისხმება და ყველა – პოლიციელზე თავდამსხმელები, პარლამენტის დამწველები და ეს მოგვეყიდება დღეს, როგორც ევროპულობა და ეს აჩვენებს ზუსტად, ეს არის დასტური ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის და იმის, რომ ბრიუსელს დღეს ევროკავშირი მიჰყავს ცივილიზაციურ უფსკრულთან. ზუსტად ეს, ადამიანის დაწვას რომ ეძახიან პროევროპულობას, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა მოხდეს საერთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპაში შუა საუკუნეებში ადამიანებს წვავდნენ და თუ პროევროპულობაა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ადამიანის ცოცხლად დაწვა, ეს არის რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ევროპულობა.
„ამ იდეოლოგიაში არის ჩარჩენილი. თქვენ რა გგონიათ, მოლოტოვის კოქტეილი რისი სიმბოლიზმია, ზუსტად აი იმ შუა საუკუნეების კოცონზე დაწვისა ადამიანის, ვისაც არ ეთანხმებოდი იდეოლოგიაში. ამის სიმბოლო არის მოლოტოვის კოქტეილი და ამ მხრივ კი ბატონო, ეს ნამდვილად პროევროპული არის, ოღონდ რამდენიმე საუკუნის წინანდელი“, – განაცხადა შალცვა პაპუაშვილმა.
1
0