22/01/2025
14:39
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან მოერგონ ნებისმიერი დონორის დღის წესრიგს, მაშინაც კი, თუ ეს მათი პრინციპების სრულად შეცვლას მოითხოვს.
,პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.
ნახეთ, როგორ იბრძვის საქართველოს უმდიდრესი არასამთავრობო ორგანიზაციის („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“) ხელმძღვანელი იმავე საკითხზე პასუხის გასაცემად სწორედ ახლა, როცა მისი ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნის პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა. ამჯერად, ის ცდილობს, შეარჩიოს დონორის ინტერესის შესაბამისი პასუხი. საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია.
ეს სავალალო მდგომარეობა ცხადყოფს ორ ფუნდამენტურ საკითხს:
პირველი, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ საკუთარი ღირებულებები და პოზიციები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საზოგადოებრივ ღირებულებებზე, რომლებსაც ისინი ,,თვლიან’’, რომ იცავენ. ისინი მზად არიან მოერგონ ნებისმიერი დონორის დღის წესრიგს, მაშინაც კი, თუ ეს მათი პრინციპების სრულად შეცვლას მოითხოვს.
მეორე, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსების შედეგად ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ორგანიზებული ლობისტების ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს უცხოურ ინტერესებს და, რომელმაც საბოლოოდ დათრგუნა და გარდაქმნა პირვანდელი სამოქალაქო საზოგადოება.
ახლა, ზოგიერთი უხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების გამაერთიანებელი სოციალური ძალა იყოს, ემსახურება მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იმ იდეების პოპულარიზაციის გზით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზეც. ეს წერია აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაში საგარეო დახმარების ყველა პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ.
არსებობს დამაიმედებელი ნიშნები იმისა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ცდილობს დაუპირისპირდეს გამოწვევას და ფსევდოდახმარება ორმხრივი მეგობრობის ნამდვილ ჟესტად გადააქციოს,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა
0
0