
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს.
„დღეს ისინი ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია. ეს არის ფაშისტური ნარატივი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026