
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ სამ კომპანიასთან დაკავშირებით გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გაკეთდა განცხადება, ისინი ოპერირებდნენ ეროვნული ბანკის გვერდის ავლით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულიც არის კონკრეტული პირი.
„იმის გამო, რომ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა, მიდის გამოძიება, პასუხისგებაშიც არიან პირები მიცემული და სწორედ ამიტომ არის, რომ ბრიტანეთმაც გაიგო სწორედ ამ გამოძიებიდან გამომდინარე. 2025 წლის სექტემბერში იქნა ეს ცნობილი ეროვნული ბანკისთვის, შემდეგ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დაიწყეს გამოძიება და კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაშიც არიან მიცემული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ „დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები“.
0
0