19/12/2023
13:58
მსოფლიო
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკმარისი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, სეზონური ბოსტნეული, განსაკუთრებით, სტაფილო სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.
ნიუკასლის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, კვირაში ხუთი პორცია სტაფილოს მიღებით ყველა სახის კიბოს განვითარების რისკი 20%-ით მცირდება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მთლიანი სტაფილოს [და არა კაროტინის] ჭამა ხელს უწყობს კიბოთი დაავადების თავიდან აცილებას. კვლევაში 4,7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის ხელმძღვანელმა ჩარლზ ოჯობორმა განმარტა, რომ კვლევების უმეტესობა ფოკუსირებული იყო ბეტა-კაროტინზე, რომელიც სტაფილოს ნარინჯისფერ ფერს ანიჭებს, მაგრამ ამ ნაერთმა „ექსპერიმენტების ჩატარებისას კიბოზე სასარგებლო გავლენა არ აჩვენა“.
,,ასევე შევისწავლეთ სტაფილოების სხვადასხვა ტიპის ფიტოქიმიკატებისა და პოლიაცეტილენების შემცველობა, რომლებიც უფეროა, თუმცა ძლიერ გავლენას ახდენს კიბოზე. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ხუთ პორცია სტაფილოს მიირთმევენ, დაავადების განვითარების რისკი 20%-ით შეუმცირდათ,“ - თქვა ჩარლზ ოჯობორმა.
მეცნიერთა თქმით, ორთქლზე მოხარშული ბრიუსელის კომბოსტოს მირთმევა ორგანიზმს კიბოსთან და ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა დიაბეტი. ორთქლზე მოხარშვის შემთხვევაში, ის ინარჩუნებს გლუკოზინოლატებს, მნიშვნელოვან მოლეკულას, რომელიც ურთიერთქმედებს პროტეინებთან და აღადგენს დაზიანებულ დნმ-ს და კლავს სიმსივნურ უჯრედებს.
„თუ ბრიუსელის კომბოსტოს მოხარშავთ, მისი ბევრი მნიშვნელოვანი ნაერთი წყალში იკარგება. შეწვის დროს ისინი მომზადების დროს იშლება, ამიტომ ორთქლზე მოხარშვით ამ პროდუქტის გემრიელი და ჯანსაღი ნაერთების უმეტესი ნაწილი ნარჩუნდება,“ - თქვა ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარმა კირსტენ ბრანდტმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024