
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, ხარკოვში ბარაბაშოვოს ბაზარში ხანძარია, ცეცხლი ჭურვის დაცემის შემდეგ გავრცელდა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა. დაიღუპა ერთი მაშველი, კიდევ ერთმა კი დაზიანება მიიღო.
კიევში, სვიატოშინსკის რაიონში დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ჭურვები დაეცა ავტომობილებს, ასევე ცეცხლი გავრცელდა ბალახის საფარზე
კიევიდან ვიშგოროდის მიმართულებით რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ბენზინგასამართ სადგურს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
ვიშგოროდის რაიონში არტილერიიდან ცეცხლი საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გახსნეს. შედეგად, ჩამოინგრა კორპუსი. დაიღუპა ორი წლის ბავშვი, ოთხ ადამიანს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ისკანდერის სარაკეტო კომპლექსისა და კალიბრის ფრთოსანი რაკეტების მარაგები ამოწურეს, რის გამოც, ახლა უმისამართო ცეცხლს სხვადასხვა შეიარაღებიდან ხსნიან.
ასევე, გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ დანაყოფებს, მათ შორის ხარკოვსა და იზიუმში. განადგურებულია მოწინააღმდეგის შემადგენლობისა და ტექნიკის 30 პროცენტი.
0
0