
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავში კრიზისის გამო, ესპანეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
ნუნესის განცხადებით, სასწრაფო ზომები მიიღეს ესპანეთის საზღვარზე კონტროლის გასამკაცრებლად.
„სეუტას ანკლავში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გუშინ საღამოს განკარგულება გავეცი, დაუყოვნებლივ გამკაცრებულიყო კონტროლი ესპანეთის საზღვარზე. გარდა ამისა, საფუძვლიანი შემოწმებების ჩასატარებლად ვგზავნით სასაზღვრო სწრაფი რეაგირების ძალებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე, 49 000 მიგრანტი შევიდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით კი, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას.
0
0