
სეულში, მდინარე ჰანის პირას მდებარე პარკში, ასობით ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ „ძილის კონკურსში“ მიეღოთ მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანია დაეხმაროს ზედმეტად დატვირთულ სამხრეთ კორეელებს ძილის დეფიციტის შევსებაში. წლევანდელი მოთხოვნები მონაწილეებისადმი შემდეგი იყო: შესაფერისი სამოსი („მძინარე მზეთუნახავის“ ან „პრინცის“ სტილში), დაღლილობა, დანაყრებული კუჭი.
კონკურსი ხაზს უსვამს სამხრეთ კორეის უძილობის ქრონიკულ პრობლემას. მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ერია, რის შედეგადაც მოსახლეობას ძილისთვის მინიმალური საათები რჩება.
კონკურსის მსვლელობისას ოფიციალური პირები მონაწილეების გულისცემას ზომავდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი მაჩვენებლები სტაბილური იყო, რაც ღრმა და მშვიდი ძილის ინდიკატორია.
გამარჯვებული 80 წლამდე ასაკის კაცი გახდა, მეორე ადგილი კი 37 წლის ოფისის თანამშრომელმა, ჰვანგ დუ-სონგმა დაიკავა.
0
0