17/11/2021
10:36
საზოგადოება
“ჯერ, სანდრო გირგვლიანი იყო, ჩემს ხელში გაზრდილი, დედისერთა შვილი. მერე, სერგო თეთრაძე, ჩემი კარის მეზობელი. მიცვალებული იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ ვერ ვიცანით. მერე, ჩემი მეუღლე, კოკა ჯორჯიკია. ციხეში, კარანტინში, ათმა კაცმა, “დუბინკებით” ნეკნები დაუმტვრია და თავი გაუტეხა. ციხეში, ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდა, ისეთები ნახა და მოისმინა. მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ღამე, ნოტარიუსთან წამიყვანეს და მათთვის სასურველი ობიექტი გადამაფორმებინეს. და აი ამ “ადამიანებს”, ამ ყველაფრის შემომქმედებს, ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ!? რბილად რომ ვთქვა, იმ ხალხის მიკვირს, ვინც მათ მხარს უჭერს და კიდევ აქეთ, შეტევაზე გადმოდის. ეს მხოლოდ ჩემი, ერთი ადამიანის, მოკლე ამბავია, რომელიც 2003-2010 წლებს მოიცავს და რამდენს თავისი ტრაგედია აქვს!”
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024