
პროპაგანდა ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთა თავისი პირობებით, როგორც მას სურდა, - ამის შესახებ სერგი კაპანაძემ განაცხადა.
"ელჩის ყოლა ჩვეულებრივი ამბავია. პროპაგანდა ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთა თავისი პირობებით, როგორც მას სურდა. სრულიად ნათელია, რომ ეს არის არასწორი, ჩემი აზრით, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს და გამოჩნდება ეს ყველაფერი, ისედაც ჩანს აქამდეც. ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები როგორი იყო სახელმწიფო მდივნის განცხადებიდან გამომდინარე, მანამდე ვიცე პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე, გნებავთ აქტი, რომელიც კონგრესში გადის, ვგულისხმობ "მეგობარ აქტს" - ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა. პოზიცია კი ის არის, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს უნდა და ამის მერე შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება. პროპაგანდა შეეცდება, გაყიდოს, რომ ეს ხდება "ქართული ოცნების" პირობებზე, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება სიმართლეს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
0
0