22/08/2023
11:45
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხუთეულის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტში.
სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს იმართება.
შეხვედრებზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, სამიტში კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს მონაწილეობას ვიდეო ფორმატით.
მოსალოდნელია, რომ ლიდერების დღის წესრიგში მთავარი თემა ორგანიზაციის გაფართოება და ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ 23 ქვეყანამ ოფიციალურად მიმართა BRICS-ში გაწევრიანებას და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ გამოხატა ინტერესი არაოფიციალურ დონეზე. საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკამ სამიტზე მიიწვია გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყანა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024