06/02/2026
15:12

გვაქვს კონტაქტი ევროპის ზოგიერთ ლიდერთან, გვირეკავენ, გვთხოვენ, ეს საუბრები არ გავასაჯაროოთ, ზოგიერთი აქაც კი ჩამოდის, საიდუმლო კონტაქტებს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის მტკიცებით, ამ დახურული შეხვედრების დროს ევროპელების იდეები არაფრით განსხვავდება მათი საჯარო განცხადებებისგან.
„იგივე ძველი მოწოდებები: მოდით, ეს დავასრულოთ, რაღაც უნდა გაკეთდეს. ევროპისგან ვერანაირ პოზიციას ვერ ვხედავთ. ისინი საკუთარ ხაფანგში გაებნენ. მათ უკომპრომისო პოზიცია დაიკავეს – ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე: რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, უკრაინას არ შეუძლია წაგება, რუსეთს არ შეუძლია გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს თავის ღირსებას. და ყველაფერი, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, არის ის, რომ ხელი შეუშალონ, ჩაშალონ მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენსა და ამერიკელებს შორის ყალიბდებოდა და ახლა მათ უკრაინის წარმომადგენლებიც უერთდებიან“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მოსკოვის მოთმინება უსაზღვრო არ არის.
0
0