
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გაგება დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლავროვმა ასევე დასძინა, რომ მოსკოვი აფასებს ამერიკელი ლიდერის ერთგულებას დიალოგისა და უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართ.
„შეერთებული შტატები სულ უფრო მოუთმენლობას იჩენს, განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში, დანიშვნისთანავე, დაიწყო იმ მიზეზების გაგება, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ ორივე „უიმედო პოლიტიკურ სიბრმავეში“ იმყოფება და თავს რუსეთის დაძლევის ილუზიით იტყუებს.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვს ევროპასთან ომის დაწყების განზრახვა არ აქვს, თუმცა მზადაა, რეაგირება მოახდიონოს, თუ უკრაინაში სხვა ქვეყნების ჯარები განთავსდება.
0
0