
მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების მომხრეა. ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას.
„შეხვედრა გაიმართა ერდოღანის და თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით. ჩვენ დავთანხმდით, რადგან ვართ ყველა კონტაქტის მომხრე, რომელიც მიმართულია კრიზისიდან გამოსავალზე. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა რომ ალტერნატივა არ აქვს ბელარუსის მოლაპარაკების ფორმატს. ჩვენ არ ჩამოვსულვართ ბელარუსის ფორმატის შესაცვლელად. ჩვენ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმიანი პროცესი. აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ჩვენი ინიციატივა ჰუმანიტარულ დერეფნებზე ყოველდღიურად რჩება ძალაში. ყოველდღიურად ფასდება სიტუაცია, რომ იყოს უსაფრთხოება მოქალაქეებისთვის. უკრაინის მხარე მიიღო ჩვენი წინადადებები და თქვა რომ განიხილავს. კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მისაღები ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყნისთვის. სამხედრო ოპერაციაზე ანგარიშს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის. რაც შეეხება გარედან იარაღის მიწოდებას, ევროკავშირის ქვეყნები არღვევენ პრინციპებს, რომ გზავნიან იარაღს უკრაინაში. სად მოხვდება საზენიტო გადასატანი სისტემები შემდეგ, ეს გაურკვეველია. ეს დიდი ხნის განმავლობაში შექმნის საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის. რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. შეიქმნა პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. პუტინმა ამაზე არაერთხელ განაცხადა. რესპუბლიკებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. აქვე საინტერესოა რას აკეთებს პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში. აშშ ამ ინფორმაციას უარყოფენ, ევროკავშირში კი ინფორმაციას არ ფლობენ. ამერიკელები ამას დიდი საიდუმლოებით აკეთებენ. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ლაბორატორიებს რუსეთის მახლობლად. ის ვინც ავსებს უკრაინას იარაღით, ის არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურდა, რომ უკრაინა ნეიტრალური ყოფილიყო.
„რაც შეეხება მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას, არაერთხელ მოგვისმენია ასეთი პათეტიკა. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა „აზოვის“ ბატალიონი და იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა. მათ გაიყვანეს ყველა თანამშრომელი და ბავშვები იმ ტერიტორიიდან. უკრაინისგან ანტი რუსეთს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. უკრაინას დასავლეთში ეუბნებოდნენ, რომ ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ. უკრაინაში იყო პროდასავლური ექსპერიმენტი. ნატომ დაიწყო უკრაინაში საზღვაო ბაზების და სარაკეტო სისტემების განთავსებაზე საუბარი. ჩვენ ევროპელებს შევთავაზეთ დიალოგი. გვითხრეს რომ ნატო-ს გაფართოების საკითხს რუსეთის გარეშე გადაწყვეტდნენ. ამბობდნენ, რომ საფრთხე ჩვენთვის არ იყო. ჩვენ არ გვსურს უკრაინის მილიტარიზაცია ნატოთი ან ნატოს გარეშე. იქ ამერიკულ რაკეტების განთავსება. ვეწინააღმდეგებით ნეონაცისტურ განწყობებს. გვსურდა, რომ უკრაინა ყოფილიყო ნეიტრალური. ჩვენ სერიოზულად ვართ მზად განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ გვექნება ილუზიები რომ დასავლეთი იქნება სანდო პარტნიორი. დასავლეთს შეუძლია ღალატი ნებისმიერ დროს და დაარღვიოს დაპირებები. ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით დასავლეთზე იმ მიმართულებებზე, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებისთვის. რუსეთი ამ სიტუაციიდან გამოვა იმ გაგებით, რომ დასავლეთი არ შეიძლება იყოს სანდო პარტნიორი. კულებას ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მაგრამ შეხვედრამ კონტრეტული შედეგები უნდა გამოიღოს. ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას“, – განაცხადა ლავროვმა.
0
0