
სერბეთში, რამდენიმე ათასი აქტივისტი სტუდენტურ საპროტესტო აქციებს შეუერთდა, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მთავრობის ზეწოლას აპროტესტებენ.
უმაღლეს განათლებაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია ქალაქ ნოვი პაზარში პირველად გაიმართა, სადაც ძირითადად ბოსნიელი მუსლიმები ცხოვრობენ. ნოვი პაზარელი სტუდენტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცნობილი გახდნენ მას შემდეგ, რაც ისინი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნოვი სადში, 1 ნოემბერს სახურავის ჩამონგრევის პირველი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. მათი განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საპროტესტო აქციების გამო სტუდენტებს სტატუსი გაუუქმა და ათობით ლექტორი გაათავისუფლა.
მომიტინგეები უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადადგომას და ახალი რექტორის არჩევას მოითხოვენ.
როგორც Reuters-ი წერს, სტუდენტების, აკადემიკოსებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით საპროტესტო მოძრაობა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პოპულისტურ ნაციონალისტურ პარტიას კორუფციის ხელშეწყობაში, საჯარო მომსახურების შესუსტებაში, ნეპოტიზმსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ვუჩიჩი და მისი პარტია ამ ბრალდებებს უარყოფენ.
სერბეთის მასშტაბით, ნოვი პაზარში, დემოგრაფიულად, ყველაზე მეტი ახალგაზრდა ცხოვრობს. მუსლიმი მოსახლეობის 60% 30 წლამდე ასაკისაა. განსხვავებული ეთნიკური შემადგენლობის მიუხედავად, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, მართლმადიდებელ სერბ მეზობლებთან შეტაკებები არ დაფიქსირებულა.
0
0
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22/12/2025