26/12/2022
12:34
მსოფლიო
აღმოსავლეთ სერბეთში, სატვირთო მატარებელი, რომელსაც ამიაკი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, მთავარი საერთაშორისო მაგისტრალი კი გადაიკეტა.
ამის შესახებ Associated Press წერს.
ქალაქ პიროტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
სერბული პორტალის RTS-ის ცნობით, ამიაკით მოწამვლის სიმპტომებით 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ეს მოწამვლას.
უბედური შემთხვევის შედეგად, 20-ცისტერნიანი მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მათგან, სულ მცირე ერთი მდინარე ნიშავას კალაპოტში ჩავარდა, რამაც წყალთან შეხებისას ამიაკის რეაქცია გამოიწვია.
გაჟონვის შედეგად გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, ბულგარეთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ამიაკის გაჟონვა, შესაძლოა იყოს აალებადი და გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
0
0