
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, რუსეთიდან გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტი სამი თვით გახანგრძლივდა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას იყო მიღწეული.
„მადლობა გადავუხადე პუტინს, რომ შემოგვთავაზეს კონტრაქტის სამი თვით გახანგრძლივება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო პირობებით. არსებითად, ახლა ჩვენ ვიხდით 320 დოლარს ათას კუბურ მეტრზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის ლიდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა ეკონომიკური საკითხები განიხილა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტს.
„ჩვენ ერთგული ვართ იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც გვაქვს ისეთი მეგობრული და ძმური ქვეყნების მიმართ, როგორიცაა სერბეთი. კონტაქტები ამ საკითხზე მართლაც მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.
0
0