21/05/2022
11:26
სამართალი
პოლონეთში, სამუშაოდ წასული ქართველები გისოსებს მიღმა, სექსუალური ძალადობის ბრალდებით აღმოჩნდნენ. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ადგილობრივი ქალების მიმართ სქესობრივ დანაშაულში არიან მხილებულნი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში, იდენტიფიცირებულია გაუპატიურების 20 შემთხვევა, საიდანაც ექვსში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ.
ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა, პოლიციას დეტალური ჩვენებები მისცეს – ყველაზე პატარა მსხვერპლი 16 წლისაა.
„ორდღიან სემინარზე ვიყავი, ძალიან დაღლილი, აპლიკაციით ტაქსი გამოვიძახე და მანქანაში მალევე ჩამეძინა. ვიგრძენი, რომ მამაკაცის ხელები მეხებოდა სხეულზე, მივხვდი რომ ეს სიზმარი არ იყო. ირგვლივ არავინ იმყოფებოდა, მიტოვებულ პარკინგზე ვიყავით. ძალიან შემეშინდა. მან ძრავი გათიშა. მთელი ძალით ვცდილობდი თავის დაღწევას, შემდეგ, როდესაც სახლში მივედი, პოლიციაში დავრეკე“ – ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული ქალი.
ვარშავის პოლიციაში მსგავსი არაერთი ჩვენება დევს. ყველა საქმეში ხელწერა, თითქმის იდენტურია. “ბოლტის” და “უბერის” აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ ვერავინ შეძლებდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ სქემით მოქმედებდა საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველების ერთი ჯგუფი.
ბრალდებული ქართველებიდან ორი 25 და 27 წლის მამაკაცები, რუსთავიდან არიან. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები პოლონეთში სამუშაოდ წავიდნენ.
წყარო: რუსთავი 2
0
0