-share.jpg)
შვედეთი, რომელიც თანასწორობისა და ლიბერალიზმის ქვეყანაა, პირველი ქვეყანაა, რომელმაც სექსი სპორტის სახეობად დაარეგისტრირა.
შვედეთის სექსის ფედერაცია ამჟამად აწყობს ევროპის პირველ ჩემპიონატს სექსში. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სექსის ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება. მონაწილეები იასპარეზებენ დღეში ექვსი საათის განმავლობაში. ყველას აქვს 45 წუთიდან ერთ საათამდე „შესახვედრად“.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტები 16 დისციპლინაში იასპარეზებენ და თითოეულში ქულებს დააგროვებენ.
ევროპული დისციპლინების სია სექსში:
ცდუნება
სხეულის სხვადასხვა ნაწილების მასაჟი
ეროტიკული ზონების მასაჟი მოწინააღმდეგის სხეულზე
პრელუდია
ორალური სექსი
შეღწევა
გამძლეობა
გარეგნობა
პოზის აღსრულება
კრეატიულობა პოზიციის შეცვლაში
გამძლეობა და ორგაზმის რაოდენობა გარკვეულ დროში
მხატვრული შესრულება და პოზების გაცვლა
შეჯიბრის დროს არტერიული წნევის და გულისცემის მატება
ყველაზე ლამაზი და რთული პოზა
ყველაზე მხატვრული კომუნიკაცია ჟიურისა და აუდიტორიის მიხედვით
წყვილი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო კონკურსის დროს, ასევე ყველაზე არტისტული კამა სუტრაში და ყველაზე პოპულარული ჟიურისა და მაყურებელში
თითოეულ დისციპლინაში ტურნირის მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ 5-დან 10 ქულამდე. ქულებს ანიჭებს საზოგადოება და ხუთი მსაჯისგან შემდგარი კომიტეტი.
ტურნირი ჩატარდება სამ დონეზე, ყოველ მომდევნო ტურში მონაწილემ უნდა დააგროვოს საკმარისი რაოდენობის ქულები.
ყველა ეჯიბრება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და სქესისა.
„სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა იყოს იმ სპორტული ტაქტიკის ნაწილი, რომელსაც ევროპული ქვეყნები მიიღებენ“ - ამბობს კონკურსის ორგანიზატორი.
შვედეთის სექსის ფედერაციის პრეზიდენტი დრაგან ბრატიჩი მიიჩნევს, რომ სექსი სპორტად გადაქცევამდე დროის საკითხი იყო. მისი აზრით, სექსის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას, მაგრამ ამას უნდა ვარჯიში.
„ადამიანებმა სასურველ შედეგს რომ მიაღწიონ, უნდა ივარჯიშონ, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ამიტომ მათთვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი არის ამ ასპარეზობის დაწყებაც.
ეს არის პირველი სპორტი, რომელშიც მოწინააღმდეგემ სიამოვნების უზარმაზარი დოზა უნდა მიიღოს. თუ მოწინააღმდეგე უკმაყოფილოა, კონკურენტი გადის თამაშიდან, რაც ძალიან რევოლუციურია და ძალიან უნიკალური მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
ყველა სხვა სპორტში მეტოქე ზარალდება ან სწყინდება დამარცხებით. სექსში ასე არ არის. რაც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს თქვენი მეტოქე, მით მეტ ქულას მიიღებთ“ - თქვა ბრატიჩმა.
შვედეთის სექსის ფედერაცია აღნიშნავს, რომ სექსი, როგორც სპორტი, რეალურად საკმაოდ რთულია.
ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეჯიბრის წესები წლების განმავლობაში შეიცვლება. თუმცა ასეთ კონკურსს ისინი პირველად გამართავენ და ყოველწლიურად მოდერნიზებენ დაკვირვებისა და საჭიროებების შესაბამისად.
ვამატებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სექსში გეტებორგის მახლობლად გაიმართება და 2023 წლის 8 ივნისს დაიწყება. ტურნირში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 20 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
0
0