29/03/2023
17:05
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, სექს სკანდალი საუკეთესო გამოსავალია „ქართული ოცნებისთვის“, რათა საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბროს.
„ოპოზიცია არ არის მზად ალტერნატივა შესთავაზოს ადამიანებს, რომ მათ გაიგონ, სტატუს კვოს ცვლილების შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს მათ თავს. ამის ნათელი მაგალითია, თუ რა მოხდა და რით არიან დაკავებული ოპოზიციური პარტიები და მედია ამ ინციდენტის (მარტის საპროტესტო მოვლენების) შემდგომ.
მთელი მასმედია დაკავებულია სექს სკანდალით, რომელიც შალვა რამიშვილს აუგორდა და რამაც გადაფარა სერიოზული პრობლემები. ეჭვი მაქვს, ეს გააზრებული იყო. პრაგმატულად რომ შეხედო, „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალია, რომ საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბროს. ეს არის კატასტროფა, თუ რამდენად არ შეგვიძლია პრიორიტეტები დავალაგოთ“, - აცხადებს მეგრელიშვილი.
0
0