
სენატორი ტედ კრუზი პოლიტიკური თუ სხვა სახის ძალადობის დაფინანსებაში ჩართული პირების გასამართლებას ითხოვს.
ამის შესახებ სენატორმა ტედ კრუზმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სენატორი ასევე მიესალმა დონალდ ტრამპის მიერ „ანტიფას“ წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლას და აღნიშნა, რომ კანონმდებლებს შესთავაზებს კანონს, რომლითაც ძალადობრივი აქციების დამფიფანსებლების სამართლებრივი დევნის განხორცილება გახდება შესაძლებელი.
„დემოკრატიული პარტია დღეს წარმოადგენს რადიკალურ ინტერესთა ჯგუფების პარტიას. მე გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დადო, არის ის, რომ მთავრობა დაიწყებს ბრძოლას „ანტიფასთან“. მე ყოველთვის გამოვდიოდი ინიციატივით, გამოვლენილიყო ამ ჯგუფების დაფინანსების წყაროები და შეწყვეტილიყო მათი დაფინანება. არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ჯორჯ სოროსი აფინანსებს საპროტესტო აქციებს, რომლებიც შესაძლოა, გადაიზარდოს არეულობებში ქვეყნის მასშტაბით. ამისთვის იხდის სოროსი ფულს.
მე გამოვდივარ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, არეულობის მოწყობა დაემატება ძირითადი დანაშაულების სიას „რეკეტერების გავლენის ქვეშ მყოფი და კორუმპირებული ორგანიზაციების შესახებ კანონში“ (RICO). რატომ? რადგან ეს საშუალებას მისცემს იუსტიციის დეპარტამენტს, გამოიყენოს აღნიშნული კანონი იმ ფულის სამართლებრივი დევნისთვის, რომლითაც ფინანსდება ანტისემიტური საპროტესტო აქციები უნივერსიტეტების კამპუსებში, ასევე აქციები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფო საზღვრის გახსნას ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში.
ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ დევნა ნებისმიერზე, ვინც მხარს უჭერს არეულობებსა და ძალადობას. გეტყვით, რომ ამ ყველაფრის უკან 200-ზე მეტი ულტრამემარცხენე ჯგუფი დგას. ისინი განზრახ არ იმჩნევენ, რას აკეთებს თითოეული მათგანი, ასე ცდილობენ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. „რეკეტერების გავლენის ქვეშ მყოფი და კორუმპირებული ორგანიზაციების შესახებ კანონი“ (RICO) შექმნილია სწორედ ასეთი კრიმინალური სინდიკატების წინააღმდეგ. მე მჯერა, რომ სენატში ამ ინიციატივას კენჭს ვუყრით. მოვუწოდე აშშ-ის გენერალურ პროკურორს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს, გამოავლინონ დამფინანსებლები და გაასამართლონ ისინი, ვინც აფინანსებენ პოლიტიკურ თუ სხვა სახის ძალადობას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ტედ კრუზმა.
1
0