
“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით. მისი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ს კონგრესი მუშაობს შავის ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე. “ლელოს” ლიდერები ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ საკუთარ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების და მათი მოგვარების გზებზე", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ლელოს" ლიდერები დღეს ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, სენატორი შეხვედრებს გამართავს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
0
0