23/12/2024
10:38
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების - „ახალი წლის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საახალწლო სოფელი, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ქალაქში საახალწლო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყო. გაიმართა კონცერტი - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; კოსტუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების მსვლელობა.
ამასთან, საღამო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
აღნიშნულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
0
0