
სენაკის ცენტრალურ პარკში ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც მერია წერს, უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს, რათა ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.
„სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს. კულტურის ძეგლთა განადგურება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ქმედებაა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შესაბამის უწყებას, რათა ფაქტზე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, უკვე ჩავრთეთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დაზიანებული ბიუსტის რეაბილიტაციას. მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებსა და ქალაქის იერსახეს. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი ვცეთ ჩვენს წარსულს და მოვუაროთ იმას, რაც ჩვენი ქალაქის ფასეულობაა“, – წერს მუნიციპალიტეტის მერია.
0
0