
ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები კვლავ შექმნა.
“სფეისნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ქალაქში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
ასევე ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია.
მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მუშაობს მძიმე ტექნიკა, პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი. მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა11 ივლისსაც.
0
0