14/06/2024
11:32
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან სანტიეგო ლაფუენტეს პერეს ლუკასთან, რეგიონულ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა.
სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში არსებული მარეგულირებელი ნორმები და სტანდარტები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომსახურების არეალში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები. ასევე, ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებზე.
FCC Aqualia-მ 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia დასახელებულია როგორც მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანია, რომლის აქციონერებიც არიან უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%).
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024