
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე აფრიაშვილი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი, დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორის ჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.
თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდა რეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.
0
0