-share.jpg)
ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია.
"ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებაც იყო. ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთო-ს წევრი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია. იმ დროს საქართველო ჩაძირული იყო კორუფციაში, ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებული იყო კორუფციაზე, სამედიცინო სექტორი იყო ქრთამებზე და მისი მიზანი ამის შეცვლა იყო, რაც მან მოახერხა“, - განაცხადა გიული ალასანიამ, სტასბურგში გამართულ შეხვედრაზე.
0
0