
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალგაზრდა მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც თავად აცხადებს, ჰომოფობიურ ნიადაგზე, ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და შემთხვევის ადგილიდან ვიდეოც გაავრცელა.
„ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო, მეთქი-რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-თქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს „კაცი“ მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა.
დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ, მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით.
ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა“, - წერს მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026