
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე, გუშინ მედიით გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა და წერს, რომ “ექსპრეზიდენტი იმის ნახევარია, ვიდრე ფოტოზე ჩანს”.
ხერხეულიძე წერს, რომ იმედი აქვს, მედია ფოტოს გადაღების რეალურ თარიღს დაადგენს.
"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი - ფოტო,რომელიც გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.
მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტავ,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია.
იმედია, შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს.
განვმეორდები-ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა", წერს ეკა ხერხეულიძე.
ცნობისთვის, გუშინ “შაბათის ფორმულამ” კლინიკა “ვივამედიდან” ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. თავდაპირველად, ამ ფოტოს გადაღების თარიღად მითითებული იყო - “ერთი თვის წინ გადაღებული”, მოგვიანებით კი ტელეკომპანიამ თარიღი ჩააწორა და 29 აგვისტო მიუთითა.
0
0