პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„საზოგადოებას პირდაპირ ტყუილს ეუბნებიან, ისეთს - კანონში საერთოდ ასახულიც კი არ არის. ის კი არა, რომ შენ რაიმე ტყუილს ავრცელებ, ის, რომ ახსნა-განმარტება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, რისი ინიცირებაც გინდა, აი, ამის უფლებას გიკრძალავენ. ფაქტობრივად, ეს არის ერთგვარი ამ ფსევდოლიბერალურების ტოტალიტარული გამოვლინება, რომელიც რეალური დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026