27/04/2024
15:53
პოლიტიკა
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაასამაროს საზოგადოების, წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი “ქართულ ოცნებას“ და არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმროს ხელისუფლება.
,,დასავლელი პარტნიორებისგან იქნება ყოველთვის ღიად და მკაფიოდ დაფიქსირებული ის, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ძალიან გულწრფელად იტყვიან ამას, ღიად, საჯაროდ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორები სრულად მხარს უჭერენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, მაგრამ ამავდროულად მათ ვალდებულება აქვთ ღიად, საჯაროდ განაცხადონ ის, რომ თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იღებს ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მაშინ გამორიცხავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ამიტომ ეს უკვე ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, რომ არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაასამაროს მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი წინაპრების, ჩვენი წინა თაობების ოცნება, რომ ქვეყანამ მოიპოვოს ადგილი უსაფრთხო ევროპულ ოჯახში. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი “ქართულ ოცნებას “ და არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმროს ეს ხელისუფლება და ამით აღკვეთონ „ქართული ოცნების“ მომავალი მცდელობებიც, რომ მოახდინოს ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საბოტაჟი." - ამბობს ჯაფარიძე
0
0