03/08/2022
14:30
პოლიტიკა
საზოგადოება უკვე დაიღალა ასეთი სახის შეტევებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ასეთი სახის მოწოდებებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივან ოლექსეი დანილოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
დანილოვმა უკრაინულ მდიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღესაც თვლის, საქართველომ, თუკი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისი ტერიტორიებია, უნდა დაიცვას თავისი ქვეყანა.
პაპუაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, კრიზისულ პერიოდში, როდესაც რეგიონი და მთლიანად მსოფლიო გამოწვევის წინაშეა, რამხელა რისკის წინაშე იდგა და კვლავ დგას საქართველო, რომელიც შეეხება მათ შორის რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ხდება დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„მგონი, საზოგადოება უკვე დაიღალა ასეთი სახის შეტევებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და რაღაც ასეთი სახის მოწოდებებით. სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. ერთი რამ ცხადია და ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა განცხადებით, არაერთხელ გვითქვამს და ჩვენი საზოგადოებაც იმიტომ უჭერს ხელისუფლებას მხარს, რომ ყველამ დაინახა, ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც რეგიონი და მთლიანად მსოფლიო ამხელა გამოწვევის წინაშე დგას, თუ რამხელა რისკის წინაშე იდგა და კვლავ დგას საქართველო, რაც შეეხება მათ შორის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას რუსეთთან.
ყველამ ნახა, რა ძალისხმევა იდებოდა ამაში. მთელი შტურმი მიდიოდა და დღემდე მიდის ჰიბრიდული ომისა, რაც არის დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უკვე რთულია ჩამონათვალის გაკეთებაც, იმდენი დეზინფორმაცია გავრცელდა. თავიდან რომ დავიწყოთ, გახსოვთ, თითქოს რაღაც რძის პროდუქტების გვერდის ავლით გატანა, სამხედრო თვითმფრინავის გადაფრენა, სანქციების გვერდის ავლა, რაღაც გემების შემოსვლა, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ტყუილი საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, რამენაიარად ხელისუფლების შერყევა, რათა შეიცვალოს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწორედაც სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0