
საზოგადოება ,, ქართული" მიესალმება ინიციატივას, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსს "უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის" მუხლი ემატება.
,,ეს დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია." - აცხადებენ საზოგადოების დამფუძნებლები და იმ პრობლემების პრევენციაზე საუბრობენ, რასაც კანონში ცვლილებებით მივიღებთ.
,,უკონტროლო მიგრაცია გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს არათანაბარი განვითარებითა და ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მიერ ცივილიზაციათა იდენტობის გაქრობის ვოიქური დოქტრინების წაქეზებითაა გამოწვეული.
თანამედროვე ევროპის მაგალითზე ჩამს, რომ ეს დიდ საფრთხეს უქმნის ტრადიციული ერების მომავალს.
ქართველებს, როგორც ერთ- ერთ უძველეს ერს, როგორც დასავლეთის თითქმის ყველა კულტურულ ერს დღეს მწვავედ აწუხებს შობადობის შემცირებისა და მოსახლეობის გადაბერების დემოგრაფიული პრობლემები. მართალია, ქართველების წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 1989 წლის 71% -დან , დღეისთვის 86%- მდე გაიზარდა, მაგრამ ქართველების საერთო რიცხვი 3.8 მილიონიდან 3.3 მილიონამდეა შემცირებული.
ეს პროცესი მრავალმხრივი გლობალური და ლოკალური ფაქტორების ერთობლიობით არის განპირობებული, როგორებიცაა: ჩაკეტილი საზღვრების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია, შიდა კონფლიქტები და ომები რუსეთთან, დევნილების დიდი ნაკადი, ეკონომიკური სირთულეები და დაბალი შობადობა.
ამ ყველაფერს ემატება გაზრდილი ემიგრაცია. საქართველოსაც, როგორც ევროკავშირის ბევრ და სსრკ-ს ყველა ყოფილ ევროპულ ქვეყანას, აწუხებს ახალგაზრდების გადინება. ამასთან, საფრთხის შემცველია ისიც, რომ მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობის სტაგნაციის ფონზე, მატებაა იმიგრანტთა რიგებში. ეს ბუნებრივია პირობებში, როცა საქართველო, არაერთი ქვეყნის იმიგრანტისთვის, ევროპაში ტრანზიტის ხიდად იქცა.
2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 272 ათასით მეტი უცხოელი შემოვიდა, ვიდრე გავიდა და არაოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 25,000 არალეგალური მიგრანტია.
მიგრაციის სალდო დღეს ზომიერების ფარგლებშია, მაგრამ ინიციატივა იმითაა საინტერესო, რომ იგი პრევენციული ხასიათისაა და სამომავლო პერიოდზეა გათვლილი. ამ პრობლემას ფართო განზომილება აქვს, რადგან მიგრაციის კონტროლი მხოლოდ ციფრებში კი არა, ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაში აირეკლება.
ამიტომ დროული და სასიცოცხლოდ აუცილებელია
,, ქართული ოცნების" ინიციატივის კანონად ქცევა, რადგან ევროპას სწორედ რომ სამართლებრივი ხვრელები და ნეოლიბერალური დოქტრინები უშლის ხელს უკონტროლო მიგრაციის აღკვეთაში.
საკანონმდებლო ინიციატივა საშუალებას მისცემს ქართულ სახელმწიფოს აკონტროლოს მიგრაციის პროცესი და არ დაუშვას ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის შელახვა.
ანალოგიური პრობლემებია შრომით ბაზარზეც, რაც კარგად აჩვენა უცხოეთის მოქალაქეების არაჯანსაღი კონკურენციისაგან ქართველი კურიერების, თუ ტაქსის მძღოლების ბაზრიდან განდევნის რეციდივებმა.
მისასალმებელია, რომ პარლამენტი ამ საკითხზეც მუშაობს.
ამაში კი უნდა მივბაძოთ ევროპას, რომელიც არალეგალებისგან საკუთარ შრომით ბაზარს მკაცრად იცავს."- ნათქვამია საზოგადოება
,, ქართულის" წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა.
0
0