28/05/2023
00:07
პოლიტიკა
„რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ.
"ერთ-ერთს მაინც რომ გამოევლინა ტაქტიკა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, მეორე გამოვიდოდა იმ ხვრელიდან და დარბილდებოდა სიტუაცია. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება, ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის. არ იყო ეს ისეთი პრობლემა, რომლის მოვლაც არ შეიძლებოდა ნორმალური სტრატეგიის ფარგლებში. დავუშვათ, უფრო შეგნებული არის მთავრობის მხარე, პოლიტიკაში ჩახედული, მაშინ, რახან შეგნებული ხარ, მიდი, ეცადე, რომ გამოიყენო პრეზიდენტის მდგომარეობა ისე, რომ ქვეყანას არ ავნო; მიდი, დაარბილე, მოუარე, ასე ვთქვათ, მიხედე. ხომ ცდილობენ, რომ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად მოუარონ? ისიც მოსავლელია, როგორც ჩანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
0
0