30/07/2023
14:18
პოლიტიკა
ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, დავით დარჩიაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა და დაწერა:
"გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი... თავად მუხთალი და უსამშობლო. ლამის ბალღობიდან რომელიღაც უცხოურ “ენჯეოს” მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი. მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე. მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც.
ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით ვერა, ვივამედის ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს თხოვეთ", წერს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
0
0