05/11/2021
15:32
საზოგადოება
„სადაც ამჟამად იმყოფება, იქ უფრო დაცულია მისი ჯანმრთელობა, თუ სასჯელაღსრულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც როგორც "ომბუდსმენმაც" კი აღიარა, რომ მისი ჯანმრთელობის კონტროლისთვის ყველაფერია?
რთული კითხვაა? ახლიდან დავწერ:
საპატიმროს ჩვეულებრივ კამერაში უფრო მიხედავენ მის ჯანმრთელობას, თუ იმ კომფორტაბელურ და ყველა საჭირო მოწყობილობით აღჭურვილ პალატა-კამერაში, რომელიც ტელევიზიით ვიხილეთ და რომლის მსგავსი ბევრ კლინიკას არ აქვს?
იმ ფონზე, როცა მსოფლიომ ნახა როგორ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი ასეულობით მომხრის მეშვეობით, ასევე, როგორ გამოსტაცა უკრაინის პოლიციას სააკაშვილი ასევე ასეულობით მომხრემ, შეიძლება პარალელურად მომხრეებს მოუწოდებდე, დამიხსენით და 10 დღეში მთავრობას დავამხობო და პარალელურად ითხოვდე სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?
ამ ყველაფრის პარალელურად კი უკრაინას მიმართავდე დახმარებისთვის, დამიხსენიო? არ დამიწყოთ ახლა მასთან შეუთანხმებლად დაწერა დედამისმა. ზუსტად ვიზიტის შემდეგ გაგზავნა.
"შუმოკების" შიშით არ გადადის მე-18 კლინიკაშიო, არც მაგის მჯერა. თუ ეს სურთ, ისეც ახმაურდება მთელი ციხე და მიაწვდენენ ხმას.
ჰოდა, სააკაშვილი რასაც აკეთებს, მესმის. არ შევალ მაგ დეტალებში. უბრალოდ, თუ სანატორიუმში მკურნალობა ან უკრაინაში ყოფნა სურდა, იქ არ იყო?! საზღვრის გადმოლახვა ვინც დაუგეგმა და დააჯერა, მათ მოჰკითხოს.
თქვენ, მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ჯანმრთელობით ნუ კი სპეკულირებთ, საჯაროდ მოუწოდეთ და შეხვედრის დროსაც დაარწმუნეთ, რომ გადავიდეს მე-18 დაწესებულებაში.
თუ ამას დაჟინებით არ აკეთებთ, არ მჯერა არ მჯერა თქვენი,“ - წერს ამირან სალუქვაძე.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024