საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მაგრამ ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას, როგორც გამტარ პუნქტებზე, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარზე - გომელაური
17/03/2022
13:22
პოლიტიკა
A-
+A
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება. ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე.
მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
0
0
297
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%