1-ელ ივლისს, 12:00 საათზე "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნას ამ ფორმით მოითხოვენ.
ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და დაიცვან ემიგრანტების ხმები.
"პირველ ივლისს, 12:00 საათზე, დავგეგმეთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას გახსნას უბნები, კამპანია გაგრძელდება "გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის - ნუ იპრავ ხმას". ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქე ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა" - ამბობს "დროას" წევრი ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ ათასობით შეგროვებული ხელმოწერისა და მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო, უარს ამბობენ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე.
0
0