18/02/2023
10:29
მსოფლიო
აშშ-ში, მისისიპის შტატში სამი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა ყოფილი ცოლი და კიდევ ხუთი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
ინციდენტების სერია პატარა დასახლება არკაბუტლაში მოხდა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. 52 წლის რიჩარდ დეილ კრამმა ადამიანები სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის მაღაზიაში და ორ სხვადასხვა სახლში მოკლა.
ერთ-ერთ მაღაზიასთან კრამმა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 59 წლის კრის იუჯინ ბოისი მოკლა. როდესაც ადგილზე პოლიცია გამოცხადდა, მათ სროლის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ შეატყობინეს. ადგილზე მისულებს მათ რიჩარდ დეილ კრამის ყოფილი ცოლი, 60 წლის დებრა კრამი - მოკლული, ხოლო მისი ამჟამინდელი ქმარი - დაჭრილი დახვდათ.
პოლიციამ კრამი საკუთარ სახლთან დააკავა, შემდეგ კი კიდევ ორი ადამიანის, 79 და 56 წლის კაცების ცხედრები მისი სახლის უკან, 78 წლის და-ძმის ცხედრები კი - მეზობელ სახლში აღმოაჩინეს.
დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
0
0