ავსტრალიის შტატ კუინსლენდში, სახლში მშობიარობის დროს ჩვილი დაიღუპა. ქალი გინეკოლოგის ორმა ასისტენტმა ამშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გულის გაჩერების გამო დაიღუპა.
”ძალიან ვშფოთდები, როდესაც ქალები სახლში მშობიარობას გადაწყვეტენ ყოველგვარი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე. გინეკოლოგის ასისტენტი არ არის ჯანდაცვაში რეგისტრირებული პრაქტიკოსი. მათ არ შეუძლიათ რაიმე კლინიკური ან სამედიცინო მომსახურების შესრულება. ქალბატონებს მივმართავ: თუ სახლში მშობიარობას აირჩევთ, აუცილებლად მიმართეთ კერძო მეან-გინეკოლოგს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს კუინზლენდის ჯანდაცვის მინისტრმა შენონ ფენტიმანმა.
კუინსლენდის კორონერი აღნიშნულ ინციდენტს უკვე იძიებს.
კუინსლენდის სპეციალისტ მეან-გინეკოლოგთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ჯინო პეკორარომ ავსტრალიის მთავრობას სახლში მშობიარობის საკითხზე მკაცრი გადახედვისკენ მოუწოდა.
0
0