16/01/2025
13:29
მსოფლიო
სახიფათო ილუზია იყო იმის დაჯერება, რომ მთელ კაცობრიობას განზრახული ჰქონდა მიეტოვებინა ეროვნული სუვერენიტეტი, ეროვნული თვითმყოფადობა და მსოფლიოს მოქალაქეები გამხდარიყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
რუბიოს თქმით, ომისშემდგომი გლობალური წესრიგი არ არის უბრალოდ მოძველებული – ის ახლა აშშ-ის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღია.
„ხანგრძლივი ცივი ომის დასრულების ტრიუმფალიზმის შედეგად წარმოიშვა ორპარტიული კონსენსუსი, რომ ჩვენ მივაღწიეთ „ისტორიის დასასრულს“; რომ დედამიწის ყველა ერი გახდებოდა დემოკრატიული დასავლური საზოგადოების წევრი; რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს, ახლა შეიძლება, შეიცვალოს ისეთით, რომელიც ემსახურება „ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს“; რომ მთელ კაცობრიობას ახლა განზრახული აქვს მიატოვოს ეროვნული იდენტობა და ჩვენ გავხდებით „ერთი ადამიანური ოჯახი“ და „მსოფლიოს მოქალაქეები“.
ეს არ იყო მხოლოდ ფანტაზია, ეს იყო სახიფათო ილუზია. აქ, ამერიკაში და მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ეკონომიკაში, თითქმის რელიგიურმა ერთგულებამ თავისუფალი და შეუზღუდავი ვაჭრობის შესახებ, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ხარჯზე, შეამცირა საშუალო კლასი, დატოვა მუშათა კლასი კრიზისში, დაანგრია ინდუსტრიული შესაძლებლობები და გადასცა კრიტიკული მიწოდების ჯაჭვები მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტებს. ადამიანების გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლების ირაციონალურმა მონდომებამ გამოიწვია ისტორიული მასობრივი მიგრაციის კრიზისი აქ ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებებისა და მთავრობების სტაბილურობას. მაშინ როცა ამერიკა ძალიან ხშირად აყენებდა „მსოფლიო წესრიგს“ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, სხვა ქვეყნები აგრძელებდნენ მოქმედებას, როგორც ქვეყნები ყოველთვის მოქმედებდნენ და იმოქმედებენ – რაც მათ საუკეთესოდ მიაჩნიათ თავიანთი თავისთვის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
0
0