სახეზე გვაქვს უკრაინის დაპყრობა, ეს არის ყველაზე მძიმე სამხედრო თავდასხმა ევროპაში - იენს სტოლტენბერგი
A-
+A

ეს არის ყველაზე მძიმე სამხედრო თავდასხმა ევროპაში ათწლეულების მანძილზე. რუსული ძალები აღჭურვილი არიან მძიმე შეიარაღებით, რომელიც თავს ესხმიან ქალაქებს, საავადმყოფოებს და საცხოვრებელ შენობებს - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ სახეზე გვაქვს უკრაინის დაპყრობა, რასაც NATO და სრულიად მსოფლიო ეწინააღმდეგება. ეს არის ყველაზე მძიმე სამხედრო თავდასხმა ევროპაში ათწლეულების მანძილზე. ქალაქები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი შენობები განადგურებულია.
შესაბამისად საუბარი არის ატომურ თავდასხმაზე, გასულ ღამეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში იქნა მიტანილი. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული და დაჭრილია უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უარეს შედეგებსაც ველოდებით - უფრო მეტი სიკვდილი, უფრო მეტი ტანჯვა და უფრო მეტი განადგურება.
რუსული შეიარაღებული ძალები აღჭურვილი არიან ძალიან მძიმე სამხედრო ტექნიკით და ისინი აგრძელებენ თავდასხმას უკრაინაზე," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
0
0
318
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%