26/10/2024
16:23
პოლიტიკა
სახეზე გვაქვს პირდაპირ ღიად და საჯაროდ გაყალბების მცდელობა, - ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა გზით არჩევნებს აყალბებს.
„მე- 15, მე - 3, 48-ე, 26-ე, 1-ელ, 87-ე უბნებზე კვლავ გრძელდება, ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემა. აქედან 26-ე უბანზე 6-ჯერ გაიცა ორი ბიულეტენი, 87-ე უბანზე კი სამჯერ. 1-ელ უბანზე გადასატან ყუთზე წასულმა კომისიის წევრებმა ხმა იმ ადამიანებს მიაცემინეს, რომლებიც გადასატანი ყუთის სიაში არ იყვნენ, შესაბამისად ეს პროცედურაც დარღვეულია.
მნიშვნელოვანია, რომ მე-4 უბანზე მარკირების აპარატი 12:00 საათამდე არ მუშაობდა, და ეს 12:00 საათზე აღმოაჩინეს, ოთხი საათის განმავლობაში ხმის მიცემა ასე მიმდინარეობდა.
მივმართავ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება, რადგან სახეზე გვაქვს, პირდაპირ ღიად და საჯაროდ გაყალბების მცდელობა, როდესაც ერთ ამომრჩეველს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება, აძლევენ ორ ბიულეტენს“, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.
0
0
ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ! - სიმონიანი
26/10/2024