სახელმწმიფო დეპარტამენტის განცხადება არაადეკვატურია - ნიკა გვარამია
19/11/2021
13:15
პოლიტიკა
A-
+A
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პასუხობს.
„როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია. ზოგადად, გინდა სამართლიან სასამართლოზე და გინდა ნებისმიერ სხვა რამეზე.
კაცს კლავს სისტემა - რა სასამართლო, რა სამართლიანი? სიცოცხლეზე ღირებული არაფერია და წამებაზე მძიმეც - არაფერი.
ამიტომაც, უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ყველა მიმართულებით ვიყვირებთ და გავშლით მესიჯებს.
ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მკაფიო ჩვენს პრიორიტეტებში, რომ არ დავუტოვოთ სამოძრაო სივრცე არც ზედმეტად ფრთხილ მეგობრებს და არც ზედმეტად ნაძირალა მოწინააღმდეგეს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0
483
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%