13/09/2021
16:16
პოლიტიკა
ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის სულ ერთია მიმართავს ჯარს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს - მისი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე ქვეყანა შეარყიოს.
„შენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩვენი დახოცილი მეომრების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს არის მთავარსარდალი, ვინც მიწაზე დაწვა, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგონა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ საკუთარ ჯარს იცავდეს და სიმპათიას გამოხატავდეს, ოღონდ პოლიტიკური პოზიცია გაიძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, იკადროს ის, რაც იკადრა.
ჩვენი ჯარი არის მოწინავეთა შორის. ჯარს უამრავი სოციალური პრობლემა მოუგვარდა. ჯარი არის ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატებიც ქართველი სამხედროები არიან.
0
0